ფეხბურთი

19:17 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ შოტლანდიას მამაცი გული უჩვენა

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 3:1 სძლია შოტლანდიას და თავად განსაჯეთ, ამ სამი გოლიდან ორი 9 კაცით გაუტანა. ასეთი რამ მართლაც იშვიათად ხდება და უბრალოდ დამტკიცდა, რამდენად მაღლა დგანან ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეზე.

პირველ ტაიმში "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის ფორვარდ ნიკა კაჭარავას გოლმა დააწინაურა საქართველო. მანამდე, დაჩი ცნობილაძემ ძელს გაარტყა ბურთი.

ტაიმის ბოლოს მარჯვენა მცველი დავით მთივლიშვილი (თბილისის "ლოკომოტივი") მეორე ყვითელის გამო გააძევეს და ბუნებრივია, ქართველთა მდგომარეობა გართულდა.

თამაშში ასევე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა 54-ე წუთზე, როდესაც ქართველთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ბეკმა ვერ გაიტანა - თებიძემ არ მისცა ამის საშუალება.   

კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია ბაჩანა არაბულის გაძევებით (58-ე წუთზე). როგორ გინდა, 9 კაცით ეთამაშო შოტლანდიას, თუმცა მხოლოდ ეთამაშნენ? გია ცეცაძის გუნდმა 9 კაცით, 6-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა გოლი და 3:0 დაწინაურდა. ჯერ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, შემდეგ კი "ზესტაფონის" ნახევარმცველმა ავთო ენდელაძემ დაამწუხრეს ბრიტანელები, რომლებმაც ფრეზერის ერთი კინკილა გოლითღა უპასუხეს.

დღესვე, 21:00 საათზე ჯგუფის II ტურის სხვა შეხვედრა იწყება: ბელგია-ინგლისი.

ბოლო ტურის მატჩში ქართველებს მასპინძელი ბელგია ელით და ესპანელი მსაჯის "გულუხვობის", ყვითელ-წითელი ბარათების გამო, ქართველებს ბელგიასთან დააკლდებათ არა მხოლოდ არაბული და მთივლიშვილი, არამედ მარკოზაშვილი, ენდელაძე და კაჭარავაც - გადმოყოლილი ყვითელი ბარათების გამო. ერთადერთი, დღეს დისკვალიფიკაციის გამო უთამაშებელი გიორგი ფანცულაია დაუბრუნდება გუნდს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. VI ჯგუფი. II ტური

ვესტერლო. "ოსტერზონენი".

შოტლანდია-საქართველო 1:3 (0:1)

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, დვალი, უბილავა, ცნობილაძე (ჭანტურია 61), მარკოზაშვილი, ენდელაძე, არაბული, ზივზივაძე (გურეშიძე 81), კაჭარავა (გეგეჭკორი 45).

მწვრთნელი: გია ცეცაძე.  

გოლები: 0:1 კაჭარავა (28), 0:2 ზივზივაძე (66), 0:3 ენდელაძე (72), 1:2 ფრეზერი (76).

54-ე წუთზე ბეკმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: კაჭარავა (5), გრიმერი (26), მთივლიშვილი (34), ენდელაძე (36), მთივლიშვილი (43), ფინდლი (45), არაბული (54, 58), ფრეზერი (63), მარკოზაშვილი (73), სანდოხაძე (80), მაკლეუდი (83).

გაძევება: მთივლიშვილი (43), არაბული (58).

მსაჯი: დელ ჩერო (ესპანეთი).

1 საქართველო 2 1 1 0 4:2 4
2 ბელგია 1 0 1 0 2:2 1
3 ინგლისი 1 0 1 0 1:1 1
4 შოტლანდია 2 0 1 1 3:5 1

 

 

0.117903