სხვა

19:42 | 8.01.2014 | ნანახია 1817 - ჯერ

საქართველომ ლიტვაც დაამარცხა

 

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ლიდერი ლიტვა 26:23 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ მასთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად რატი მსხვილიძემ ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 8 გოლი გაუტანა.

11 იანვარს საქართველოს ნაკრები სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება. ლიტვა კი თურქეთს უმასპინძლებს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059635
1817