ძიუდო

14:13 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ გუნდური რუსეთის ძლევით დაიწყო

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა რუსეთის ნაკრებს 3:2 აჯობა. თავისი შეხვედრები მოიგეს: გელა კელიხაშვილმა (66 კგ), უშანგი მარგიანმა (81 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ). ლევან გუგავა (73 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) კი დამარცხდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში 8 ქვეყნის ნაკრები უნდა ჩართულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაზარდეს.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში ავსტრალიას სძლია. ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეები კი არიან: სლოვენია, ბრაზილია, ალჟირი და უკრაინა.

0.122584