რაგბი

21:34 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS რუსეთი

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. ცნობილია გუნდების შემადგენლობა, მათი განწყობა და ზოგადი სიტუაცია. რუსები ამბობენ - მოვედით და ჩვენსას ვეცდებითო, ჩვენ ფიქრიც არ გვინდა - წარმატებული სერია უნდა გაგრძელდეს.

ჩვეულებისამებრ, მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.

კინგსლი ჯოუნზი: “ვიცი, რასაც ნიშნავს საქართველოსათვის რუსეთის წინააღმდეგ თამაში. უელსელი ვარ და კარგად მესმის რა განწყობაა პატარა ერების მხრიდან დიდი ერების მიმართ. მე ორი წლის წინ “ლოკომოტივიზე” თამაშიც ვნახე და ჩემთვის ყველაფერი ნათელია. მაგრამ მე და თავად ბიჭები, რუმინეთთან თამაშით იმდენად უკმაყოფილონი ვართ, რომ ხვალ მაქსიმუმს ვეცდებით.

რუმინელებთან საწყის 20  წუთში ისე ვითამაშეთ, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეგვეძლო, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და მეორე ტაიმში პირწმინდად დავმარცხდით. ამის შემდეგ, ბევრი თვლიდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნებოდა იგივე შემადგენლობის საქართველოში წამოყვანა, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ და ახლა, მათ უნდა დაამტკიცონ რა შეუძლიათ.

რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ამას ვერ გაექცევი და დღესდღეისობით საუკეთესოები შევკრიბე. იმედია, ისინი შედეგს მოიტანენ. საქართვგელოს ნაკრების თამაშის ჩანაწერები ვნახე და ახლა გუნდი სულ სხვაგვარად მოქმედებს. თქვენი გუნდი უკვე მომხიბვლელ რაგბის თამაშობს”.

ალექსანდრ ვოიტოვი: “გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა, ვნახოთ. ჩვენს გუნდში საბრძოლო განწყობაა. თქვენ მაგრად განვითარდით და ეს ფაქტია. Aქამდე, 30-40 მეტრს ძალისმიერ სტილში იგებდით, ახლა, უკვე მაღალი კლასის უკანახეზელები გყავთ. მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და თქვენთან შევეცდებით გამომავლინოთ ის, რაც შეგვიძლია”.

მილტონ ჰეიგი: “ფოკუსირებას თამაშზე ვაკეთებთ და არა შედეგზე. ვიცით, რომ ამ თამაშს მთელი ქვეყანა ელოდება და ჩვენც შესაბამისი განწყობა გვაქვს. საუკეთესო გუნდი შევკრიბეთ. ჩვენს გუნდში უკვე დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია.

ერთი შეხედვით, რუსეთის ნაკრები თითქოს სუსტია, მაგრამ ამ გუნდმა ესპანეთს მოუგო და თუ სირბილის საშუალება მიეცი, კარგი დღე არ დაგადგება. მათ შესაბამისი დაცვა უნდა დაუპირისპირო, რათა საფინალო სასტვანის შემდეგ, შედეგით ამაყი იყო. ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ.

პორტუგალიასთან მოგების მიუხედავად, კარგად არ გვითამაშია და ბიჭებს ზუსტად ეგ ვუთხარი, რომ ხვალ, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შევასრულოთ დავალებები, ისე მოგებას აზრი ეკარგება. საფინალო სასტვენის შემდეგ, ყველა კმაყოპფილი უნდა ვიყოთ”.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 17 საათი

საქართველო - რუსეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 74 კეპი, 515 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 69, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 70, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 20, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 12, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 28, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 19, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 16, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 21, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 42, 35), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 17, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 59, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 26, 10), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 54, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 30, 25).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 18, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 5, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 12, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 35, 35), 20. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 72, 45), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 8, 0), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 73, 100), 23. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 43, 105).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუსეთი: 15. ვასილი არტიომოვი (“კრასნი იარი”), 14. ანდრეი ოტროკოვი (“კრასნი იარი”), 13. დმიტრი გერასიმოვი (“ენისეი-სტმ”), 12. ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”), 11. იგორ გალინოვსკი (“კრასნი იარი”), 10. იური კუშნარიოვი (“ყუბანი”), 9. ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”); 1. ალექსეი ვოლკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 3. ანდრეი იგრეცოვი (“სლავა”), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 5. კირილ კულემინი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), 6. ანდრეი ოსტრიკოვი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), 7. ანდრეი ტემნოვი (“ენისეი-სტმ”), 8. ვიქტორ გრესევი (“კრასნი იარი”).

სათადარიგოები: 16. სტანისლავ სელსკი (“ენისეი-სტმ”), 17. სერგეი სეკისოვი (“სლავა”), 18. ინოკენტი ზიკოვი (“ენისეი-სტმ”), 19. პაველ ბუტენკო, (“ენისეი-სტმ”), 20. ალექსანდრ ხუდიაკოვი (“კრასნი იარი”), 21. ანტონ რიაბოვი (“კრასნი იარი”), 22. სერგეი სუგრობოვი, 23. ვლადიმირ რუდენკო (“კრასნი იარი”).

მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯოუნზი (უელსი)

რეფერი: ალექსანდრ რუისი (საფრანგეთი)

კიდეებზე: არნო ბლონდელი, ჯონათან გასნიე

 

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია 

 

1              საქართველო          7        6        1          0         204-70           28
2 რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

0.122976