საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა. პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდი რეპეშაჟის ფინალში იაპონიასთან 2:3 დამარცხდა.
“ბრინჯაოს ფინალამდე” ქართულმა ხუთეულმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში გერმანიის ნაკრების 3:2 ძლევის შემდეგ, ამავე ანგარიშით წააგო სამხრეთ კორეასთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჩინეთს 5:0 აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
ოთარ მაღლაკელიძე







