საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე 48 საათით ადრე, ტრადიციულად, 23-კაციანი შემადგენლობები დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებში, ორი კვირის წინ ლისაბონში 34:9 გამარჯვებულ შემადგენლობაში, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელთა უმეტესობა იძულების წესით მოხდა, მაგრამ ამით ჩვენი გუნდი უფრო გაძლიერდა, ვიდრე დასუსტდა. უკანა ხაზში ორი ცვლილებაა. ახალგაზრდა მერაბ შარიქაძეს ლისაბონში ტრავმის გამო არ უთამაშია და ახლა შუამარბის პოზიციაზე დაბრუნდა, თედო ზიბზიბაძემ კი, თადარიგში გადაინაცვლა. საზარდულის ტრავმის გამო რუსეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს გიორგი შკინინი და მის ნაცვლად გარემარბად თამაზ მჭედლიძე დადგება.
შერკინების პირველ ხაზში დაბრუნდნენ ტულუზელი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯი დავით ზირაქაშვილი. ამ უკანასკნელს ნაკრებში შარშან ივნისის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. შერკინების მესამე ხაზში დაბრუნდა 2013 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც ერთა თასის წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
22 თებერვალს, “ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე” რუსეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის საგზურს შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვებენ. ეს თამაში საიუბილეო იქნება გუნდის კაპიტან ირაკლი მაჩხანელისთვის, რომელიც ნაკრების კვართს 70-ე შეხვედრაში მოირგებს. ლევან დათუნაშვილი “ბორჯღალოსანთა” მაისურით მე-60-ე თამაშს ჩაატარებს, ხოლო გიორგი ბეგაძისთვის ეს მატჩი მე-20-ე იქნება.
“რუსეთთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის დიდი მოვლენაა - კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ჩვენი გულშემატკივრებისა და ქვეყნისათვის. შაბათის თამაში ყველა ქართველ სპორტსმენს გააერთიანებს და მე ვიცი, რომ ყოველი მათგანი გულმხურვალედ გვიქომაგებს. ეროვნული ნაკრების მორაგბეებს რაც შეეხება, მათთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გააგრძელონ საკუთარ თავზე მუშაობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან დასახული მიზნების შესრულებისკენ და მთელ ქვეყანას დაანახონ, თუ როგორ თამაშობს ნაკრები ახლა. რაღა თქმა უნდა, მთელი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ვემზადებოდით და შაბათს მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ - ბუნებრივი, ქართული ჟინის და აგრესიის გარდა, ცივი გონებითაც უნდა მოვახერხოთ თამაში” - განაცხადა “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მესამე ტური
22 თებერვალი
თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”. 17 საათი
საქართველო - რუსეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 74 კეპი, 515 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 69, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 70, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 20, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 12, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 28, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 19, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 16, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 21, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 42, 35), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 17, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 59, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 26, 10), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 54, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 30, 25).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 18, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 5, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 12, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 35, 35), 20. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 72, 45), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 8, 0), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 73, 100), 23. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 43, 105).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რუსეთი: 15. ვასილი არტიომოვი (“კრასნი იარი”), 14. ანდრეი ოტროკოვი (“კრასნი იარი”), 13. დმიტრი გერასიმოვი (“ენისეი-სტმ”), 12. ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”), 11. იგორ გალინოვსკი (“კრასნი იარი”), 10. იური კუშნარიოვი (“ყუბანი”), 9. ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”); 1. ალექსეი ვოლკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 3. ანდრეი იგრეცოვი (“სლავა”), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), 5. კირილ კულემინი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), 6. ანდრეი ოსტრიკოვი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), 7. ანდრეი ტემნოვი (“ენისეი-სტმ”), 8. ვიქტორ გრესევი (“კრასნი იარი”).
სათადარიგოები: 16. სტანისლავ სელსკი (“ენისეი-სტმ”), 17. სერგეი სეკისოვი (“სლავა”), 18. ინოკენტი ზიკოვი (“ენისეი-სტმ”), 19. პაველ ბუტენკო, (“ენისეი-სტმ”), 20. ალექსანდრ ხუდიაკოვი (“კრასნი იარი”), 21. ანტონ რიაბოვი (“კრასნი იარი”), 22. სერგეი სუგრობოვი, 23. ვლადიმირ რუდენკო (“კრასნი იარი”).
მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯოუნზი (უელსი)
რეფერი: ალექსანდრ რუისი (საფრანგეთი)
კიდეებზე: არნო ბლონდელი, ჯონათან გასნიე
რუმინეთი - ესპანეთი
ბელგია - პორტუგალია
1. საქართველო 7 6 1 0 204-70 28
2. რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3. რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4. ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5. პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6. ბელგია 7 0 1 6 98-177 6