დევისის თასის მერვედფინალების დასრულების შემდეგ, საჩოგბურთო ნაკრებთა ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი ექვსი პოზიციით დაქვეითდა და 248.12 ქულით 55-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ცხადია, მსოფლიოს ჯგუფის მოწინავე ნაკრებებთან ქართველ ვაჟ ჩოგბურთელებს არაფერი ესაქმებათ, ამდენად, გასული მატჩები ჩვენთვის არაფრის მომტანი ყოფილა. 2010 წელს ქართველთათვის მთავარი შეჯიბრი 10-15 მაისს ათენის ოლიმპიურ საჩოგბურთო ცენტრში შედგება, სადაც ჩვენი გუნდი ევრო-აფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში იასპარეზებს.
მინი-ტურნირში ქართველთა გარდა, 10 ნაკრები – მასპინძელი საბერძნეთი, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო და სან მარინო ითამაშებს.
ფორმატის მიხედვით, 11 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი ნახევარფინალებში გავლენ და იმ ორი იღბლიანის ვინაობას გაარკვევენ, რომლებიც 2011 წლისთვის მე-2 ჯგუფში აინაცვლებენ.
დევისის თასის განახლებულ რეიტინგში უდიდესი უპირატესობით მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, მეორეზე ინდოეთის მძლეველი რუსეთი აღზევდა, სამეულს კი ჩეხეთი ასრულებს, რომელმაც წინსვლა ბელგიაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით განიცადა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმთავრესი სანაკრებო ტურნირის მეოთხედფინალები 9-11 ივლისს შედგება, წყვილები კი ასე გამოიყურება: ესპანეთი-საფრანგეთი, რუსეთია-არგენტინა, ხორვატია-სერბეთი, ჩილე-ჩეხეთი.
1 (1). ესპანეთი 39 604.69 ქულა
2 (3). რუსეთი 18 250
3 (4). ჩეხეთი 17 780.63
4 (2). აშშ 17 720
5 (5). არგენტინა 16 003.75
6 (6). ისრაელი 7 852.81
7 (9). ხორვატია 7 290
8 (9). გერმანია 5 803.75
9 (8). შვედეთი 5253.13
10 (13). სერბეთი 5 145.31
11 (10). საფრანგეთი 5 075
12 (17). ჩილე 4362.5
13 (11). ინდოეთი 3222.5
14 (12). შვეიცარია 3 096.88
15 (16). ეკვადორი 2 700
16 (15). ავსტრალია 2 512.5
17 (14). ბელგია 2 492.19
18 (20). ავსტრია 2 287.5
19 (18). ბრაზილია 1 720
20 (22). რუმინეთი 1 625
...55 (49). საქართველო 248.12







