ჭადრაკი

23:40 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მთავარი საჭადრაკო ტურნირების მისაღებად იბრძოლებს

საქართველო 2017 წლის საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას აპირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა გააკეთა.

ცნობისთვის, წლეულს ზაფხულში 41-ე ოლიმპიადას ნორვეგიის ქალაქი ტრომსო უმასპინძლებს, ხოლო 2016-ში საჭადრაკო ოლიმპიადას ჩვენი მეზობელო აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მიიღებს. ისიც ვთქვათ, რომ ბაქოში დაგეგმილი ტურნირი, გასაგებ მიზეზთა გამო, ოლიმპიადის სამზგის გამარჯვებულის, სომხეთის ნაკრების გარეშე ჩაივლის. 

0.11953