საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ადგილის დაკავება მიუღწეველი მიზანი აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ფინეთთან, შინ, 0:1 წააგეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გავიდა, როდესაც არბიტრმა თარგამაძის მიერ ხელით თამაში წინასწარ განზრახულად მიიჩნია და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო ერემენკომ ზუსტად დაარტყა. მალევე, მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევეს და ცხადი გახდა, რომ მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებოდათ. ასეც მოხდა - თემურ ქეცბაიას გუნდმა საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო საშინაო მატჩი დათმო.
1. | ესპანეთი | 6 | 4 | 2 | 0 | 10:2 | 14 |
2. | საფრანგეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 8:4 | 11 |
3. | ფინეთი | 7 | 2 | 3 | 2 | 5:6 | 9 |
4. | საქართველო | 7 | 1 | 2 | 4 | 3:8 | 5 |
5. | ბელარუსი | 6 | 1 | 1 | 4 | 4:10 | 4 |