ძიუდო

10:40 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო გუნდურს საფრანგეთით იწყებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს საფრანგეთთან შეხვედრით გახსნის. ირაკლი უზნაძის მიერ ინდივიდუალური პირველობისთვის შერჩეულ 9-კაციან შემადგენლობას ნოდარ მეტრეველი შეუერთდება, რომელიც მძიმე წონაში (+90 კგ) ადამ ოქრუაშვილს შეუწყვილდება.

სატურნირო ბადეში სულ 16 ნაკრები გადანაწილდა. საქართველო კენჭისყრამ ბადის ქვედა ნაწილში განთესა. საფრანგეთის ძლევის შემთხვევაში მეოთხედფინალში მონღოლეთსა და ალჟირს შორის მოგებულს შეხვდება, ხოლო ნახევარფინალში ყველაზე რეალური მეტოქე იაპონიაა.

სატურნირო ბადის ზედა ნაწილში მოხვდნენ: რუსეთი, კოლუმბია, კუბა, ურუგვაი, ბრაზილია, გერმანია, ყაზახეთი და სამხრეთ კორეა.

გუნდურ ჩემპიონატში შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში: 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში ჩატარდება.

0.129582