ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია (http://ihf.info/MediaCenter/News/NewsDetails/tabid/130/Default.aspx?ID=1868) საქართველოში ამასწინათ გამართული მწვრთნელთა სასწავლო კურსების შესახებ.
“ქართულ ხელბურთს წინ დიდი ამბები
საქართველოში ბოლო წლებში ბევრი რამ გაუმჯობესდა. ამას ხელი შეუწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე პროექტმა ხელბურთი განვითარების ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში მდგრადი სახელბურთო სტრუქტურების დაფუძნებას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი ეტაპი კი იყო ნოემბერში, თბილისში გამართული სამწვრთნელო კურსები ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით, რომელშიც მონაწილეობდნენ მწვრთნელები მთელი ქვეყნიდან. თოთხმეტმა მწვრთნელმა წარმატებით დაასრულა კურსი, რომელსაც უძღვებოდა IHF ლექტორი იგორ შესტაკოვი (ნორვეგია) და ის, ძირითადად ბავშვთა გუნდების წვრთნის პროცესს შეეხებოდა.
კურსი დღეში 5 მეცადინეობას შეიცავდა – თეორიულს, პრაქტიკულსა და სემინარულს. პრაქტიკულ ვარჯიშებში 13-15 წლამდე ასაკის 50-მდე ხელბურთელი მონაწილეობდა. თერთმეტდღიანი კურსების თემატიკა ვრცელი იყო – ინდივიდუალური საბაზისო ტექნიკით და სათამაშო აზროვნებით დაწყებული, დასრულებული ტაქტიკური სავარჯიშოებით დაცვასა და შეტევაში თამაშის დროს.
თეორიულ მეცდინეობას მოსდევდა პრაქტიკული, შემდეგ კი ვარჯიშის გაანალიზება ლექტორისა და მონაწილეების მიერ. კურსის დამატებითი ნაწილი იყო იყო სამწვრთნელო ფილოსოფია და ნიჭიერი ბავშვების სწორად შერჩევა. როგორც შესტაკოვმა აღნიშნა, ყველა მონაწილე დიდად იყო დაინტერესებული და მოტივირებული”.
2014
www.geohandball.ge