პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ ავსტრიულ კლაგენფურტში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ჩვენი ქვეყნის სახელით მოთამაშე ბრაზილიელმა გოგონებმა კრისტინა სანტანამა და ანდრეცა ჩაგაშმა მეხუთე-მერვე ადგილები გაიყვეს, რისთვისაც 480 სარეიტინგო ქულა და 13 200 დოლარი ერგოთ.
ავსტრიულ ეტაპზე მე-18 განთესვით დაშვებულმა საქა-რთველომ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და მერვედფინალში გააღწია, სადაც 26-ე რეიტინგის მქონე რუსებს (უკოლოვა-ბრატკოვა) იოლად – 2:0 (21:14, 21:12) სძლია.
სანტანამა და ჩაგაშმა მეოთხედფინალური შეხვედრაც კარგად დაიწყეს და ბრაზილიურ წყვილს (ვივიანი-ლიმა, 24-ე განთესვა) პირველი სეტიც მოუგეს, თუმცა, საბოლოოდ 1:2 (21:14, 19:21, 7:15) დამარცხდნენ.
მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი 2-8 აგვისტოს პოლონეთში შედგება. საქა-რთველო ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს, ვაჟთა დუეტი გეორ-გია კი ძალებს კვალიფიკაციაში მოსინჯავს.







