სხვა

1:58 | 7.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველომ ძირითად ბადეში გააღწია

შვეიცარიის ქალაქ გშტაადში დაწყებულ მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ქართულ წყვილთაგან პირველი საქმეში საქა-რთველო ჩაება და ძირითადი ბადის საგზურიც მოიპოვა.
1 to 1 Energy Grand Slam 2010-ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განესილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, საწყის რაუნდში შვეიცარიულ დუეტს (ბრუნერი-ჰეიდრიხი, 32-ე განთესვა) 2:0 (21:14, 21:16) სძლია, შემდეგ კი პოლონურ წყვილსაც (ურბანი-ვიატრი, მე-16) იოლად მოუგო – 2:0 (21:13, 21:18).
ძირითად ბადეში გასული საქა-რთველო 24-ე რეიტინგით H ჯგუფში მოხვდა, სადაც შვეიცარიულ (კუნი-ცუმკერი, მე-9), ბრაზილიურ (მარია კლარა-კეროლი, მე-8) და რუსულ (ბრატკოვა-უკოლოვა, 250ე) წყვილებს გაეჯიბრება.
ქართული ვაჟთა დუეტი გეორ-გია (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) გშტაადის ტურნირში პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093003