სხვა

23:19 | 22.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველომ დაასრულა, გეორ-გია აგრძელებს

პლიაჟის ფრენბურთის ქალთა წყვილმა საქა-რთველომ საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე ორ-ორი გამარჯვება და მარცხი მიითვალა და მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, რისთვისაც 180 სარეიტინგო ქულა და 4 250 დოლარი დაიმსახურა.
ბრაზილიელი გოგონებით (კრისტინა სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) დაკომპლექტებული საქა-რთველო ძირითად ბადეში მე-16 რეიტინგით მოხვდა და პირველ მატჩში მე-17 ნომრად განთესილ იტალიელებს (ჩიკოლარი-მენეგატი) 2:0 (21:12, 22:20) სძლია, რასაც ფავორიტად მიჩნეულ ბრაზილიელებთან (ანტონელი-ტალიტა, 1) მარცხი მიაყოლა – 0:2 (7:21, 18:21).
მე-3 შეხვედრაში სანტანამა და ჩაგაშმა ჰოლანდიურ წყვილს (ვესელინკი-მეპელინკი, მე-18) 2:0 (21:16, 21:12) მოუგეს, შემდეგ კი ავსტრიელ გოგონებთან (ბაუდენი-პალმერი, 24-ე) დასანანი წარუმატებლობა განიცადეს – 1:2 (22:20, 15:21, 18:20).
ვაჟთა შეჯიბრში ასევე მე-16 ნომრად განთესილმა გეორ-გიამ (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) მე-17 რეიტინგის მქონე შვეიცარიელებს (ჰეიერი-ჰეუშერი) 2:0 (23:21, 24:22) სძლია, მე-2 რაუნდში კი პირველ ნომრად მიჩნეულ ესპანელებთან (ერერა-გავირა) 1:2 (10:21, 26:24, 10:15) დამარცხდა.
გეორ-გია ბრძოლას აგრძელებს და მომდევნო შეხვედრაში მე-18 ნომრად განთესილ დანიელებს (ჰოერი-სოდერბერგი) გაეჯიბრება.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163627