სხვა

21:33 | 8.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველო სლემტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, შვეიცარიის ქალაქ გშტაადში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქა-რთველომ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მას შემდეგ გამართული ექვსი მატჩიდან ხუთში გამარჯვება იზეიმა. ბრაზილიელმა ქართველებმა კვალიფიკაციაში ორი მოგება მიითვალეს, ძირითადი ბადის H ჯგუფში წაგება-მოგების შემდეგ კი, გადამწყვეტი მატჩი რუსულ წყვილთან (ბრატკოვა-უკოლოვა) უწევდათ.
24-ე რეიტინგის მქონე საქა-რთველომ 25-ე ნომრად განთესილ რუსებს შანსი არ დაუტოვა და 2:0 (21:17, 22:20) დაამარცხა. ამ წარმატების წყალობით, სანტანამა და ჩაგაშმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ფლეი ოფში გააღწიეს, სადაც 30-ე განთესვის მქონე ჩინელებს (ჰუანგი-იუე) ერთსაათიან ბრძოლაში 2:1 (18:21, 21:19, 16:14) სძლიეს.
საქა-რთველო 1 to 1 Energy Grand Slam 2010-ის 16 საუკეთესო წყვილს შორის მოხვდა და ხვალ მეოთხედფინალის საგზურისთვის პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელების (ლარისა-ჯულიანა) გაეჯიბრება, რომელსაც გშტაადში ყველა მატჩი მოგებული აქვს.
მიუხედავად მომავალი შეხვედრის შედეგისა, საქა-რთველოს 320 სარეიტინგო ქულა და 8 ათასი დოლარი განაღდებული აქვს.
შვეიცარიულ ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო ვაჟთა წყვილმა გეორ-გიამაც, რომელშიც ასევე ასევე ბრაზილიელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო ირიცხებიან. 23-ე ნომრად განთესილი ჩვენი დუეტი პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდა და P ჯგუფში მე-10 რეიტინგის მქონე შვეიცარიელებს 2:0 (21:19, 21:17) მოუგო.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში გომეში და ტერშეირო მე-7 რეიტინგის მქონე პოლონელებთან (ფიალეკი-პრუდელი) 0:2 (18:21, 20:22) დამარცხდნენ, თუმცა, თუკი დღეს აუტსაიდერ გერმანელებს (ერდმანი-მატისიკი, 26-ე) აჯობებენ, ფლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163335