სხვა

21:07 | 19.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველო მისლოვიცეში, გეორ-გია – პრაღაში

სტარტი აიღო მსოფლიო ტურის მორიგმა ეტაპებმა პლიაჟის ფრენბურთში. გასული ტურნირებისგან განსხვავებით, ამჯერად ქალები და ვაჟები სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ. ქალები პოლონეთის ქალაქ მისლოვიცეს ესტუმრნენ, ვაჟები კი პირველობისთვის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იბრძვიან.
მისლოვიცეს ტურს, მე-17 განთესვით შეხვდა ქართული წყვილი საქა-რთველო, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები, კრისტინ სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ. ბრაზილიელმა ქართველებმა საწყის შეხვედრაში მე-16 რეიტინგის მქონე შვეიცარიელებს (კუნი-ცუმკერი) 2:0 (21:12, 22:20) სძლიეს, შემდეგ კი პირველი განთესვის მქონე ბრაზილიურ დუეტთან (ტალიტა-ანტონელი) 1:2 (17:21, 21:19, 12:15) დამარცხდნენ.
საქა-რთველო ასპარეზობას განაგრძობს და ხვალ ძალებს კანადურ წყვილთან (ლესარი-მარტინი) მოსინჯავს, 120 სარეიტინგო ქულა კი უკვე გარანტირებული აქვს.
იდენტურ მდგომარეობაშია ვაჟთა დუეტი გეორ-გიაც, რომელმაც პრაღაში ასევე თითო მოგება-წაგება მიითვალა. მე-16 ნომრად განთესილმა ჟორჟე ტერშეირომ და რენატო გომეშმა საწყისი მატჩი ფრანგებთან (სესი-სესი, მე-17) 0:2 (24:26, 16:21) დათმეს, 32-ე რეიტინგის მქონე კანადელებს (ჰატჩი-შახტერი) კი 2:1 (21:11, 11:21, 15:10) სძლიეს.
ოც მაისს, გეორ-გია მე-18 რეიტინგის მქონე იტალიელებს (ინგროსო-ინგროსო) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152165