სხვა

0:48 | 2.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველო ფლეი ოფში სენსაციისთვის ითამაშებს

ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულა, თუმცა ფლეი ოფში გასვლისთვის გუშინწინ მოპოვებული ერთი გამარჯვებაც ეყო.
ბრაზილიელი გოგონებით (კრისტინა სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) დაკომპლექტებულმა საქა-რთველომ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, ძირითად ტურნირში 21-ე განთესვით მოხვდა და პირველ დღეს E ჯგუფში თითო წაგება-მოგება მიითვალა.
გუშინ ბრაზილიელმა ქართველებმა კიდევ ერთი მატჩი გამართეს და 28-ე რეიტინგის მქონე ჰოლანდიელებთან (ვესელინკი-მაპელინკი) 1:2 (20:22, 21:16, 12:15) დამარცხდნენ.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, საქა-რთველოს ჯგუფში მე-3 ადგილი ერგო და ფლეი ოფში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად მიჩნეულ ამერიკელ დუეტს (კესი-როსი) გაეჯიბრება. თუკი ჩვენმა წყვილმა სენსაციის მოხდენა შეძლო და შემდეგ წრეში გააღწია, მერვედფინალში ძალებს პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელებთან (ლარისა-ჯულიანა) მოსინჯავს.
საქა-რთველოს 160 სარეიტინგო ქულა და 5 100 დოლარი გარანტირებული აქვს.
ცუდად მისდის საქმეები ვაჟთა დუეტ გეორ-გიას, რომელიც სტავანგერის ეტაპზე პირდაპირ ძირითად ბადეში 21-ე განთესვით დაუშვეს. რენატო გომეშმა და ჟორჟე ტერშეირომ N ჯგუფში ორი მატჩი გამართეს და ორივე წააგეს – ამერიკელებთან (კინანი-ჯენინგსი, მე-12) 0:2 (16:21, 19:21) და ბრაზილიელებთან (კუნია-ტიაგო, მე-5) 0:2 (12:21, 18:21).
დღეს გეორ-გია 28-ე რეიტინგის მქონე დანიელებს (ჰოიერი-სოდერბერგი) ეთამაშება, თუმცა, ჯგუფიდან გასვლისთვის შესაძლოა გამარჯვებაც აღარ ეყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095538