სხვა

0:50 | 1.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქა-რთველო ფლეი ოფს მიუახლოვდა, გეორ-გია აწი იწყებს

ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში სტარტი აიღო პლიაჟის ფრენბურთის მსოფლიოს ტურის მორიგმა ეტაპმა, რომელიც ამავდროულად დიდი სლემის ეგიდით ემართება. ქართულ წყვილთაგან საქმეში პირველი ქალთა დუეტი საქა-რთველო ჩაება და საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა.
საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, კვალიფიკაციაში პირველი განთესვა მიიღო და ორივე წრე დამაჯერებლად გაიარა.
ბრაზილიელმა ქართველებმა ჯერ ნორვეგიულ ტანდემს (სოლვოლი-ბერგეტი, 32-ე) აჯობეს 2:0 (21:17, 23:21), შემდეგ კი იაპონელ ფრენბურთელებსაც (ტანაკა-მიზოე) მოუგეს – 2:0 (21:12, 21:15).
ძირითად ბადეში საქა-რთველო E ჯგუფში 21-ე რეიტინგით მოხვდა და მე-12 რეიტინგის მქონე იტალიელებთან (ჩიკოლარი-მენეგატი) 0:2 (16:21, 19:21) დამარცხდა, რის შემდეგაც სენსაცია მოახდინა და მე-5 ნომრად მიჩნეულ ამერიკულ წყვილს (აკერსი-ტარნერი) 2:0 (21:18, 21:19) სძლია.
დღეს სანტანა და ჩაგაში 28-ე რეიტინგის მქონე ჰოლანდიურ დუეტს (ვესელინკი-მეპელინკი) ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ფლეი ოფში გააღწევენ, რომლის თამაშებიც სტარტს 2 ივლისიდან აიღებს.
ნორვეგიულ ეტაპზე ასპარეზობას პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაიწყებს ვაჟთა წყვილი გეორ-გია. რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო ასევე 21-ე განთესვით N ჯგუფში მოხვდნენ და დღეს ამერიკულ (კინანი-ჯენინგსი, მე-5) და ბრაზილიურ (კუნია-ტიაგო, მე-12) წყვილებს ეთამაშებიან, ორში კი – დანიელ (ჰოიერი-სოდერბერგი, 28-ე) ფრენბურთელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088073