ჩინეთის ქალაქ სანიაში, სტარტი აიღო მსოფლიო ტურის მორიგმა ეტაპმა პლიაჟის ფრენბურთში, რომელიც ამჯერად მხოლოდ ქალთა შორის მიმდინარეობს. ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელები - კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, პირველი თამაში წააგო, თუმცა, მეორეში გამარჯვება იზეიმა და ბრძოლას ხვალ გააგრძელებს.
მე-17 ნომრად განთესილი საქა-რთველო, საწყის შეხვედრაში მე-16 რეიტინგით მოასპარეზე შვეიცარიელებთან (კუნი-ცუმკერი) 0:2 (7:21, 19:21) დამარცხდა, შემდეგ კი პუერტო-რიკოელებს (ასევედო-სანტიაგო იარლეენი, 32-ე) 2:1 (21:12, 16:21, 15:9) სძლია.
ბრაზილიელ ქართველებს მორიგი მატჩი მე-18 ნომრად განთესილ ფინელ დებ ნისტრომებთან ელით, რომელთაც ასევე თითო მოგება-წაგება გააჩნიათ.
ქართული წყვილს, მოწინავე ოცდაოთხ დუეტს შორის მოხვედრა განაღდებული აქვს, რისთვისაც ასოც სარეიტინგო ქულას დაიმსახურებენ, ტურნირის გამარჯვებული კი ექვსას ქულას მიიღებს.







