ჩოგბურთი

16:08 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საპრემიო თანხა გაზარდეს, ჯერი ჩოგბურთელებზეა

 ამერიკის  შეერთებული შტატების ღია პირველობა მეტად პრესტიჟული სადიდსლემო შეჯიბრებაა და წლევანდელი ასპარეზობის წინ ტურნირის ორგანიზატორებმა საპრიზო ფონდი კიდევ უფრო გაზარდეს. მთლიანობაში საერთო საპრიზო ფონდმა წლეულს 34.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ჩოგბურთელებს დამატებით სტიმულს მისცემს.

ამასთან, საპრიზო თანხა ყველა ეტაპზე მონაწილე მოთამაშეს გაეზარდა. გთავაზობთ პირველი სტადიიდან მოყოლებული ჩემპიონით დასრულებული სპორტსმენისთვის განკუთვნილ პრემიას, ფრჩხილებში კი პროცენტული ოდენობაა მოცემული, რომლითაც შარშანდელთან შედარებით გაზრდილი საპრემიო თანხაა.

ჩემპიონი – 2.6 მილიონი დოლარი (37 პროცენტი)

ფინალისტი – 1.3 მილიონი (37)

ნახევარფინალსტი – 650000 (37)

მეოთხედფინალისტი – 325000 (37)

მერვედფინალისტი – 165000 (38)

მესამე წრის მონაწილე – 93000 (43)

მეორე წრის მონაწილე – 53000 (43)

პირველი წრის მონაწილე – 32000 (39)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090345