ფეხბურთი

10:46 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი სუარესი

პრემიერლიგის მე-17 ტურში, “ლივერპულის” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა “კარდიფთან” შესრულებული დუბლით ორი რეკორდი დაამყარა. მერსისაიდელთა ურუგვაელი შემტევი პირველი ფეხბურთელია ინგლისის ჩემპიონატების ისტორიაში, ვინაც ერთი კალენდარული თვის განმავლობაში 10 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, რეკორდის გაუმჯობესების მშვენიერი შანსიც აქვს, რადგან “ლივერპულს” თვის ბოლომდე კიდევ ორი თამაში დარჩა ჩასატარებელი – 26 დეკემბერს “მანჩესტერ სიტისთან და 29-ში – “ჩელსისთან”.

რაც შეეხება მეორე რეკორდს, ლუის სუარესამდე ზედიზედ ოთხ თამაშში მინიმუმ ორი გოლი არავის გაუტანია.  

0.119762