ფეხბურთი

20:09 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი დამთხვევა: საქართველო-გერმანია ისევ 29 მარტს, 20 წლის თავზე

 

გაირკვა ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი. პირველ შეხვედრას ქართველები ირლანდიასთან ჩატარებენ 2014 წლის 7 სექტემბერს, ხოლო ბოლო მატჩი გერმანიაში ექნებათ 2015 წლის 11 ოქტომბერს. სრულად, ათივე მატჩის კალენდარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ მოგვაწოდა.

საქართველო – ირლანდია 07.09.2014

შოტლანდია – საქართველო 11.10.2014

გიბრალტარი – საქართველო 14.10.2014

საქართველო – პოლონეთი 14.11.2014

საქართველო – გერმანია 29.03.2015

პოლონეთი – საქართველო 13.06.2015

საქართველო – შოტლანდია 04.09.2015

ირლანდია – საქართველო 07.09.2015

საქართველო – გიბრალტარი 08.10.2015

გერმანია – საქართველო 11.10.2015 

როგორც ხედავთ, გერმანიას გაისად 29 მარტს ვმასპინძლობთ. უნიკალური ამბავია: 1995 წელს საქართველო-გერმანია სწორედ 29 მარტს გაიმართა და აი, ზუსტად 20 წლის თავზე ემთხვევა მეორე დაპირისპირება თბილისში.  

0.116286