საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის პორტუგალიელმა დამრიგებელმა ფერნენდუ სანტუშმა გაფართოებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც 29 ფეხბურთელი მოხვდა.
ბერძნული ინტერნეტპორტალების ინფორმაციით, სანტუშმა შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი (“აპოლონი”), მიხალის სიფაკისი (“ატრომიტოსი”), ორესტის კარნეზისი (“გრანადა”, ესპანეთი), პანაიოტის გლიკოსი (პაოკ), სტეფანოს კაპინო (“პანათინაიკოსი”).
მცველები: აბრაამ პაპადოპულოსი, დიმიტრის სიოვასი, ხოსე ხოლებასი, იანის მანიატისი, კოსტას მანოლასი (ყველა “ოლიმპიაკოსი”), სოკრატის პაპასტატოპულოსი (“დორტმუნდი”, გერმანია), გიორგიოს ცაველასი (პაოკ), ლუკაშ ვინტრა (“ლევანტე”, ესპანეთი), ვასილის ტოროსიდისი (“რომა”, იტალია).
ნახევარმცველები: ალექსანდროს ციოლისი (“ქაისერისფორი”, თურქეთი), ანდრეას სამარისი (“ოლიმპიაკოსი”), კოსტას კაცურანისი, სოტორისი ნინისი (ორივე პაოკ), გეორგიოს კარაგუნისი (“ფულემი”, ინგლისი), პანაიოტის ტახციდისი (“ტორინო”, იტალია), იანის ფეტფაციდისი (“ჯენოა”, იტალია), კოსტას ფორტუნისი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია), ლაზაროს კრისტოდოლოპულუსი, პანაიოტის კონე (“ბოლონია”, იტალია).
თავდამსხმელები: დიმიტრის პაპადოპულოსი (“ატრომიტოსი”), დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), გეორგიოს სამარასი (“სელტიკი”, შოტლანდია), კოსტას მიტროღლუ (“ფულემი”, ინგლისი), ფანის გეკასი (“ქონიასფორი”, თურქეთი).
შაბოლოო 23-კაციან შემადგენლობას სანტუში 2 ივნისს იტყვის. საბერძნეთი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიის, კოტდივუარისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.