ფეხბურთი

10:34 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სანტოსმა” რობინიოს ოფიციალურად მიმართა

ბრაზილიური “სანტოსი” კატალონიის “ბარსელონაში” გაყიდული ნეიმარის შემცვლელად იტალიური “მილანის” შემტევს – რობინიოს განიხილავს. Goal-ის ცნობით, ბრაზილიურ კლუბს ყოფილი შეგირდის დაბრუნება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. “სანტოსის” ხელმძღვანელობამ 29 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე “როსონერის” ოფიციალურად მიმართა.

“მილანისგან” მოკლე და კონკრეტულ პასუხს ამ კვირაში მივიღებთ. გვინდა ვიცოდეთ, რეალურია თუ არა რობინიოს ტრანსფერი. ჩემი აზრით, მისი დაბრუნება სავსებით შესაძლებელია”, - განაცხადა “სანტოსის” პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

თავად რობინიო კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს: “ვერ გეტყვით, დავბრუნდები თუ არა “სანტოსში”. ერთ რამ ცხადია: ეს კლუბი ჩემთვის მშობლიურია და მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს”.

 

0.11995