ბრაზილიურმა “სანტოსმა” თავდამსხმელი ნეიმარი კატალონიის “ბარსელონას” 57 მილიონად მიჰყიდა, მაგრამ თავის წილად, მხოლოდ 17.1 მილიონი ევრო ერგო. ამის შესახებ Radio Globo იუწყება.
საქმე ისაა, რომ დაახლოებით 40 მილიონი ევრო სხვადასხვა სახის ბონუსებსა და საფეხბურთო აგენტების გასტუმრებაზე დაიხარჯა. გარდა ამისა, თავიანთი წილები ერგოთ კომპანიებს – Teisa Group-სა და DIS-ს.
მიუხედავად ყველაფრისა, “სანტოსი” ნეიმარის ტრანსფერით გარკვეულ თანხას კიდევ მიიღებს. ეს დამოკიდებულია ბრაზილიელის პირად წარმატებებზე კატალონიურ გრანდში. უახლოეს მომავალში, “ბარსელონა” და “სანტოსი” ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, რაზეც ნეიმარის ტრანსფერისას შეთანხმდნენ. შესაბამისად, აქედანაც შეძლებს “სანტოსი” გარკვეული თანხის შოვნას.