შესაძლოა, “მილანის” ფორვარდი რობინიო ბრაზილიურ “სანტოსში” იანვარშივე დაბრუნდეს. იტალიური პრესის ცნობით, “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ბრაზილიაში იმყოფება და “სანტოსის” პრეზიდენტ ოდელიო როდრიგესთან შეხვედრას გეგმავს.
ბრაზილიელ შემტევს მშობლიურ კლუბში დაბრუნების შანსი ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ფეხბურთელმა იტალიელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ცნობისათვის, რობინიომ მიმდინარე სეზონში მილანელთა მაისური 10 მატჩში მოირგო და 3 გოლი მიითვალა.