მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა დამატებითი ფინანსური შემოსავლების ძიებაშია და ამისთვის მზადაა, კლუბის მთავარ არენა “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი შეუცვალოს.
AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა, სტადიონის სახელის უფლება გაყიდოს და ამ გზით სოლიდური მოგება მიიღოს. გავრცელებული ცნობით, “რეალი” მოლაპარაკებას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან აწარმოებს.
თუ შეთანხმება შედგება, სტადიონს სახელი 2016 წლის ზაფხულიდან შეეცვლება, როდესაც კლუბი მის რეკონსტრუქციას ჩაატარებს.
სტადიონის სავარაუდო სახელი “Microsoft Bernabeu” იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩელსიმ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატა,წესით უფრო ძლიერები უნდა იყვნენ ამ სეზონში ვიდრე წინაში
ამის რაღა დროის ჩელსია