ფეხბურთი

13:59 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანტა კრუსი - “ქასიმფაშაში” არველაძესთან

პარაგვაელი თავდამსხმელი როკე სანტა კრუსი, რომლის სატრანფერო უფლებები “მანჩესტერ სიტის” ეკუთვნის, შესაძლოა, უახლოეს ხანში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ “ქასიმფაშაში” გადავიდეს.

“ძალიან მალე გადავწყვეტ, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. წინადადებები “ბოლონიადან”, “მალაგადან”, “პალმეირასიდან” და “ქასიმფაშადან” მაქვს”, – განაცხადა სანტა კრუსმა.

Sky Sports-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი მოლაპარაკებას სწორედ “ქასიმფაშასთან” მართავს, რომელთანაც უახლოს ხანში კონტრაქტს გააფომებს. ჯერჯერობით გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. განვლილ სეზონში, სანტა კრუსი იჯარით “მალაგაში” თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 45 მატჩში 12 გოლი გაიტანა.


0.119983