ფეხბურთი

16:56 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანტა კრუსი არველაძესთან გამოირიცხა

ესპანური “მალაგას” ფორვარდმა როკე სანტა კრუსმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას ანდალუსიელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

პარაგვაელი ფორვარდი უკვე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მისი გუნდი შეკრებას გადის. აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის 45 მატჩში, სანტა კრუსმა 12 გოლით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ სანტა კრუსის გადაბირება თურქულ “ქასიმფაშას” სურდა, რომელსაც ქართველი შოთა არველაძე წვრთნის. სადღეისოდ, ეს ტრანსფერი უკვე გამორიცხულია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118228