სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

22:25 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიქსი” გერმანიიდან უთამაშებლად დაბრუნდა

უცნაური ამბავი შეემთხვა ვიქტორ სანიკიძის უნიქსს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველი ფორვარდის გუნდი მორიგი მოსამზადებელი მატჩების ჩასატარებლად გერმანიას ესტუმრა, თუმცა, შინ ისე დაბრუნდა, საკალათბურთო მოედანზე საერთოდ არ გასულა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ ბამბერგში უნიქსელებს ოთხთა ტურნირში უნდა ეთამაშათ, სადაც მასპინძელი “ბროზე ბასკეტსი” გახლდათ. ასევე მიწვეულნი იყვნენ გერმანულივე “მიტელდოიჩერი” და თურქული “ბანვითი.

ყაზანელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეჯიბრის ჩაშლის მიზეზი ბამბერგის დარბაზში მიმდინარე რეკონსტრუქცია გახდა, თუმცა, “ბროზე ბასკეტსმა” ეს, ტურნირის დაგეგმვამდე როგორ არ იცოდა, ცოტა გაუგებარია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111296