სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:16 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის კლუბმა ამერიკელი ფორვარდიც შეიმატა

ყაზანის “უნიქსმა”, რომელშიც მცირე ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ჩაირიცხა, კიდევ ერთი კალათბურთელი შეიმატა. ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რუსული კლუბის ღირსებას ამერიკელი ფორვარდი ჯეიმს უაიტი (201 სმ.) დაიცავს.

29 წლის ამერიკელმა, რომელსაც ზურგს ნბა-ში ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს, გასული სეზონი იტალიურ “რეჯიო ემილიაში” გაატარა, სადაც საშუალოდ 17.1 ქულას და 5.0 მოხსნას აგროვებდა.

უაიტს კარიერის განმავლობაში “ნიუ იორკის”, “სან ანტონიოს”, იტალიური “სკავოლინის” და “დინამო სასარის”, თურქული “ფენერბაჰჩეს” და რუსული “სპარტაკის” (სანკტ-პეტერბურგის) ღირსება დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113879