ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატში ასრებული პაუზით ისარგებლა და მალიორკაში რანგით მე-3 “ლებ სილვერის” ერთ-ერთ ლიდერ “პალმა ეარ ევროპას” დაუპირისპირდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ელიტის ბინადარმა სარაგოსელებმა მეტოქეს იოლად – 105:81 სძლიეს, ქართველი ფორვარდის მონაგარი კი 10 ქულა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ არაგონელთაგან, სანიკიძის გარდა, 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანები კი ამერიკელი მაიკლ როლი (16), ხორვატი პერე ტომასი და ჰოლანდიელი ჰენკ ნორელი (ორივე – 13) იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი “სარაგოსას” ძირითად ცენტრად მას შემდეგ იქცა, რაც გუნდი ქართველმა გიორგი შერმადინმა დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა უშავს მთავარია გული არ გაიტეხოთ და გამარჯვებაც მოვა,