ლიტვურ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “უნიქსმა” პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ვიქტორ სანიკიძის დახმარებით, გამარჯვებაც იზეიმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი რუსულ გუნდს ივლისის ბოლოს შეუერთდა და მისი დებიუტი სწორედ ბალტიისპირეთში შედგა.
საწყის შეხვედრაში ყაზანელები ლიტვის გასული ჩემპიონატის მე-4 ადგილოსან “პრიენაის” გაეჯიბრნენ და გუნდი, რომელსაც არცერთი ლეგიონერი არ ჰყავს, 78:64 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა ჩააგდო, მასზე შედეგიანები კი მხოლოდ ლიხოდეი (15) და ჯერელსი (14) იყვნენ. “უნიქსს” მომდევნო მატჩი კაუნასში
ისიც ვთქვათ, რომ სანიკიძე ახალი გუნდის მაისურითაც 13-ნომრიანი მაისურით თამაშობს.