ჭადრაკი

1:39 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე (2541) ინდოეთის ქალაქ გურგაონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე შეჯიბრს სათავეში მოექცა.

ბოლოსწინა მე-9 ტურში სანიკიძემ თეთრი ფიგურებით ინდოელი საჰაჯ გროვერი (2478) დაამარცხა და კიდევ ერთი მასპინძლის მიშრა სვაიამსის (2426) დარად 7.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობა იგდო ხელთ.

უკანასკნელ ტურში სანიკიძე და სვაიამსი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და უძლიერესის ვინაობასაც გაარკვევენ. თეთრებით ინდოელი ითამაშებს.

ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა შავი ფიგურებით ინდოელვე კელკარ აბიშეკს (2277) აჯობა და 6.5 ქულით მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. მერაბი ბოლო პარტიას ისევ შავებით მასპინძელ ნიკილ შიამთან (2424) ჩაატარებს.

ცნობისთვის, რეიტინგის მიხედვით, გაგუნაშვილი გურგაონში მეოთხეა, ხოლო სანიკიძე – მეექვსე.

0.113092