საქართველოს ნაკრების და “სარაგოსას” ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც მადრიდის “რეალთან” მეოთხედფინალური სერია ჩინებულად ჩაატარა, გასული ეტაპის საუკეთესო ხუთეულში დასახელდა, რაც ესპანეთში მოთამაშე ვარსკვლავთა სიმრავლის გათვალისწინებით, გამორჩეული მოვლენაა.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ 2 მატჩის ჯამში 28 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა, მისი საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24.5-ს გაუტოლდა.
ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელი ხუთეულშია ერთადერთია, რომელშიც მეოთხედფინალიდან გავადნილ კლუბს წარმოადგენს.
ვიქტორის გარდა, რჩეუულებში “ბარსელონას” წებრები ხუან კარლოს ნავარო და ბრედ ოლესონი, “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი და “უნიკახელი” ჯეისონ გრეინჯერი მოხვდნენ.
მოსალოდნელია, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფი სანიკიძის მომავალი სეზონისთვის გადაბირებას არაერთი კლუბი შეეცდება.
ქართველ ფორვარდს სარაგოსელებთან მიმდინარე კონტრაქტი 1 ივლისს ეწურება და უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი საკუთარ რიგებში ხილვა “ვალენსიას” სურს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვალენსიელები “ბარსელონას” შეერკინებიან. ისიც სათქმელია, რომ ამ გუნდმა წლეულს ევროთასი მოიგო და გაისად ევროლიგაში თამაშის უფლება დაიბევა.