ჭადრაკი

11:37 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ლიდერთა შვიდეულშია

ინდოეთის ქალაქ გურგაონში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ერთ-ერთი მათგანი, კონკრეტულად კი, საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე (2541) 8 ტურის თავზე ლიდერთა შორის იმყოფება.

სანიკიძემ 6.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზე იმყოფება, მის გარდა კი, ლიდერებში მარტინ კრავცივი (უკრაინა, 2628), ალექსანდერ ევდოკიმოვი (რუსეთი, 2558), საჰაჯ გროვერი (ინდოეთი, 2478), რაგურამ პრასანა (ინდოეთი, 2399), ვიკრამადიტა კულკამი (ინდოეთი, 2336) და მიშრა სვაიმსი (ინდოეთი, 2426) არიან.

გასულ ტურში ლიდერების მონაწილეობით ყველა პარტია ყაიმით დასრულდა. სანიკიძე შავი ფიგურებით კრავცივს დაუზავდა, ბოლოსწინა მე-9 ტურში კი თორნიკე გროვერს ეთამაშება.

ტურნირის მე-2 ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2547) თეთრი ფიგურებით ყაიმი ინდოელ კარტიკთან (2179) გააფორმა და ტურნირის 250-მდე მონაწილეს შორის 5.5 ქულით 27-ე პოზიციაზეა. მე-9 ტურში გაგუნაშვილი შავებით ინდოელ კელკარ აბჰისეკს (2277) გაეჯიბრება.

0.129342