ჭადრაკი

15:18 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ლიდერთა შორისაა

ინდოეთის ქალაქ გურგაონში მიმდინარე რიგით მეორე საერთაშორისო ღია ტურნირზე პირველობას ინაწილებს  საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე (2541).

თბილისელი დიდოსტატი 7-დან 6.0 ქულით I-V ადგილებს ინაწილებს მარტინ კრავცითან (უკრაინა, 2628), საჰაჯ გროვერთან (ინდოეთი, 2478), ალექსანდრ ევდოკიმოვთან (რუსეთი, 2558) და რაგურამ პრასანასტან (ინდოეთი, 2399) ერთად.

შეჯიბრში საქართველოს სახელით მეორე ქართველი მოჭადრაკეც ასპარეზობს. საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრ მერაბ გაგუნაშვილის (2547) აქტივში ჯერჯერობით 5.0 ქულაა.

მომდევნო, მერვე ტურში სანიკიძე შავი ფიგურებით  კრავცივს შეხვდება, ხოლო გაგუნაშვილი თეთრებით ინდოელ  კართიკს (2179) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120636