კალათბურთი

1:16 | 20.06.2013 | ნანახია 3089 - ჯერ

სანიკიძე იტალიის ჩემპიონია!

გიორგი ცინცაძის და მანუჩარ მარკოიშვილის შემდეგ, ვიქტორ სანიკიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მე-3 მოთამაშე გახდა, რომელიც საკუთარი კლუბის მაისურით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

“ვიკამ” იტალიის ჩემპიონობას სიენას “მონტეპასკისთან” ერთად უწია, რომელმაც რეგულარული სეზონი მხოლოდ მე-5 ადგილზე დაასრულა, თუმცა, ფლეი-ოფში შეუდარებელი გახლდათ და ფინალშიც “ასეა რომას” 4:1 მოუგო.

გადამწყვეტი სერიის მე-5 მატჩი იტალიის დედაქალაქში შედგა და სიენელებმა ჩემპიონობა იქვე იზეიმეს. გასული შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში საყაიმო (33:33) გახლდათ, მე-2 ნახევარში კი სტუმრებმა გაილაღეს და 79:63 იმარჯვეს.

“მონტეპასკის” მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ, რომელიც მომავალ სეზონში უკვე მილანის “ემპორიო არმანის” დამრიგებელი იქნება, სანიკიძე მხოლოდ 4 წუთს დატვირთა და მისგან 2 ქულა და 2 მოხსნა მიიღო.

ქართველმა ფორვარდმა ერთადერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

სიენელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბობი ბრაუნი იყო 18 ქულით, ხოლო დევიდ მოსს ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 11 ქულა, 9 მოხსნა.

“მონტეპასკიმ” იტალიის ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ (!), სულ კი მერვედ მოიპოვა.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:37 | 20.06.2013
italiafun-juventino (12319)

გილოცავ ვიკააა

17:20 | 20.06.2013
sani.78 (7)

იმრავლოს შენმა გვარმა

16:44 | 20.06.2013
Gio Tutarashvili (55)

მაიამი სპურსი რომელ საათზეა ჩვენი დროით ხოარიცით ? ? ? (

16:11 | 20.06.2013
GOVEN (4940)

წინა თემაშიც დავწერე და აქაც ვიტყვი კანგურს ან ძაან დიდი აქვს ან მოჭერა აქვს კარგი. აბა მწვრთნელს ესე ევასებოდე არ ვიცი რა )

12:57 | 20.06.2013
Z U R A (18341)

მალე ევროპის ჩემპიონობაც მომელოცოს))

12:11 | 20.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მივულოცოთ!

12:08 | 20.06.2013
Kala94 (6114)

გილოცავ ვიკა ! წარმატებები !

10:35 | 20.06.2013
ukleba (17336)

გილოცავ ვკა მარა 4 წუთში 2 დაკარგვა ძალიან ბევრია.

09:57 | 20.06.2013
zamza (283)

არადა ჯამლეტიჩის გუნდს რომ არ ჩაესვარე იმენნა ჩემპიონებისაგან შემდგარი ნაკრები გვეყოლებოდა!

06:51 | 20.06.2013
jikha (947)

გილოცავ ვიკა! და საერთოდ ბიჭების განწყობისთვის ევროპის წინ კარგი რამეა

01:38 | 20.06.2013
zura776 (478)

კარგია ჩემპიონობა ! და ისიც კარგია რომ ის ქლიავი ბანკაა თუ გარშოკი მომავალ წელს აღარ იქნება გუნდში და ახალი მწვრთნელი უფრო დიდ დროს მისცემს სათამაშოდ !

01:32 | 20.06.2013
kotiko (478)

კარგია კარგი

01:29 | 20.06.2013
rejimiler (736)

გილოცავ

0.151842