ფეხბურთი

16:16 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიას კვირა გაუცდება

ლონდონის “არსენალის” მცველის – ბაკარი სანიას ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგი ამ კვირაში მოედანზე ვერ გავა.

მარჯვენაფლანგელს მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს და ამის გამო, “ჰალთან” და “ევერტონთან” მატჩების გამოტოვება მოუწია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფრანგი ვერც “ნაპოლისთან” და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

სავარაუდოდ, აღნიშნულ მატჩებში “არსენალის” მარჯვენა ფლანგს კარლ ჯენკინსონი დაიცავს.

0.116112