ფეხბურთი

13:44 | 4.10.2013 | ნანახია 602 - ჯერ

სანიას 3 კვირა გაუცდება

ლონდონის “არსენალის” მცველი ბაკარი სანია ტრავმირებულია. ამის შესახებ “მეთოფეთა” ოფიციალური საიტი იუწყება.

ფრანგ მარჯვენაფლანგელს მარჯვენა ფეხის მუხლქვეშა მყესები აწუხებს და იძულებულია, იუქმოს. “არსენალის” თავკაცის – არსენ ვენგერის თქმით, ლონდონელებს სანია უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ფრანგმა 6 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:30 | 04.10.2013
vatsadze (20)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

14:00 | 04.10.2013
chikovansky91 (2776)

აუ სასტავი როდის იტრავმება ვერ გაიგე : ))) გამოსაცვლელია არსენალის სამედიცინო შტაბი მთლიანად : ))) იყავი ეხლა ინვალიდი ჯენკინსონის იმედზე

15:28 | 04.10.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

3ტამაშს როგორმე გავძლებთ თუ დასამტვრევია ჯობია ეხა დაიომტვრეს და იანვარში იყოს ყველა მწყობრში

15:17 | 04.10.2013
GOVEN (4940)

ჯენკინსონის პადაჩების იმედზე!! )

0.115818