ფეხბურთი

10:45 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანია და “არსენალი” ვერ შეთანხმდნენ

 

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ, დიდი სურვილისა და მუშაობის მიუხედავად, მცველ ბაკარი სანიას ახალ კონტრაქტზე დაყოლიება, ვერ შეძლო. Daily Mail-ის ცნობით, 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს “მეთოფეები” სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, ყოველკვირეულად 60 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდით, მაგრამ თავად სანია უკეთეს ფინანსურ პირობებს ითხოვდა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ამრიგად, ბაკარი სანია “არსენალს” 2014 წლის ზაფხულში დატოვებს, თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი მსურველი კლუბების შესახებ კი, ევროპულ გამოცემებში ბევრი იწერება. ყველაზე მეტად, “მონაკო”, “პარი სენ ჟერმენი”, “გალათასარაი” და “ფენერბაჰჩე” აქტიურობენ.

0.115243