ფეხბურთი

13:41 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანია “არსენალს” დაემშვიდობა

ლონდონის “არსენალის” მცველმა ბაკარი სანიამ თანაგუნდელებს აცნობა, რომ კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. The Times-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.

ახლახან გავრცელდა ხმები, რომ “სიტი” სანიას სამწლიან კონტრაქტს ჰპირდება, 100 ათას გირვანქასტერლინგიანი ყოველკვირეული ხელფასით, მაშინ, როცა “მეთოფეების” შეთავაზება 2+1 წელი და ყოველკვირეული 80 ათასი იყო.

პრემიერლიგის გასულ სეზონში ბაკარი სანიამ 35 თამაში ჩაატარა და თავი 1 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

 

0.113596