ფეხბურთი

17:52 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანია “არსენალიდან” წასვლას არ გამორიცხავს

ლონდონის “არსენალის” ფრანგი მცველი ბაკარი სანია ახალი წლის დადგომასთან ერთად კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს.

30 წლის ფეხბურთელს “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მოცემული მომენტისთვის მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინათ “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია მთლად ასე კარგადაც არაა.

ჯერ კიდევ მარტში ბაკარი პრესასთან საუბარში ამბობდა, რომ “არსენალის” ახალი შეთავაზებით უკიდურესად უკმაყოფილო იყო. ახლა მან BeinSport-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არის ვარიანტი იმისა, იანვარში კლუბი გამოიცვალოს.

0.114233