ფეხბურთი

21:02 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანია "არსენალიდან" მიდის

 როგორც ჩანს, ლონდონის "არსენალის" მცველი ბაქარი სანია კლუბში დარჩენას არ აპირებს, რადგან "მეთოფეებთან" კონტრაქტის დეტალებს ვერ ათანხმებს.

"ყველამ იცის სეზონის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება. ჯერჯერობით "არსენალის" ფეხბურთელად ვრჩები, მაგრამ კლუბთან შეთანხმებას ვერ ვაღწევ და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს გუნდიდან წავალ." _ განუცხადა Europe1-ს სანიამ.

ლონდონელთა ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და კვირაში 100 000 ევროს პირდება, რაც ფეხბურთელს ნამდვილად არ აკმაყოფილებს.

რამდენიმე დღის წინათ სანიამ განაცხადა, რომ ინგლისში დარჩენა სურს. ამრიგად მცველისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი", ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული” გამოხატავენ. ამასთან, ფეხბურთელის ხელში უსასყიდლოდ ჩაგდება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ბაქარი სანია 2007 წელს "არსენალმა" ფრანგული "ოსერიდან" 9 მილიონ ევროდ გადაიბირა.

გიორგი ბალახაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116061