ფეხბურთი

12:41 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო როსელი: “მესის ხელფასის გაზრდაზე ხმა არ ამოუღია”

კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს და წელიწადში 20 მილიონი ევროს მიღებას აპირებს.

“მას ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის არაფერი უთქვამს. მესი ყველაფრით კმაყოფილია. ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს. თქვენი ინფორმაცია არასწორია” - განაცხადა როსელიმ.

დღეისათვის მესის წლიური ანაზღაურება 10,5 მილიონი ევროა და სხვადასხვა ტურნირების მოგების შემთხვევაში ის ბონუსის სახით კიდევ 3 მილიონს იღებს.

0.126749