სანდრო კობახიძე ლუცკის "ვოლინს" ხორვატულ შეკრებაზე გაჰყვა. სანდრომ პირველი შეკრება "დნიპროსთან" ერთად გაიარა – გუნდში, რომელსაც ეკუთვნის. დიდი ალბათობით, კობახიძე იჯარით ითამაშებს "ვოლინში", რომელმაც გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.
27 წლის ქართველ ნახევარმცველს "დნიპროში" მუდამ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ასე იყო ხუანდე რამოსის მწვრთნელობისას. ახლა "დნიპროს" მირონ მარკევიჩი თავკაცობს, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაციიის შეცვლას პირი არ უჩანდა.