ფეხბურთი

14:28 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: "საოცარი სტადიონია, სანახაობრივად კარგი თამაში იქნება"

რამდენიმე საათში დუბლინის "ავივაზე" ირლანდია-საქართველოს ამხანაგური მატჩი დაიწყება. 50000-იან სტადიონზე, რომელიც 2010 წელს გაიხსნა, არა მხოლოდ საფეხბურთო შეხვედრები, ცნობილი ვარსკვლავების კონცერტები გამართულა.

ქართველებმა გუშინ საღამოს ივარჯიშეს "ავივაზე". "მსოფლიო სპორტი" ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, "დნიპროს" შემტევ სანდრო კობახიძეს დაუკავშირდა, რომლის მატჩისწინა კომენტარი ასეთია:

"ყველაფერი იყო საიმისოდ, რათა კარგად მოვმზადებულიყავით. აჟიოტაჟს ჯერ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, ხალხი მრავლად იქნება სტადიონზე. ეს ბრიტანეთია და გიჟდებიან ფეხბურთზე. სტადიონს რაც შეეხება, საოცარი არენაა. ახალი აშენებულია, ძალიან ლამაზია და მინდორიც, რა თქმა უნდა, იდეალურია".

კობახიძემ გვითხრა, რომ ბრიტანული ფეხბურთი მოსწონს და სანახაობრივ  თამაშს ელის:

"ირლანდიას ლონდონში ინგლისთან თამაში რომ ჰქონდა (1:1), სწორედ იმ დროს ჩამოვფრინდით. თითქმის მთლიან მატჩს ვუყურეთ. ირლანდია კარგი გუნდია, მებრძოლი, აგრესიული, სუფთა ბრიტანული სტილის".

როგორ აფასებენ შანსებს ბუკმეკერები? მაგალითად, Europe-bet-ს ასეთი ფსონები აქვს: ირლანდიის მოგებაზე 1,62, ფრეზე 3,7, საქართველოს გამარჯვებაზე 6,1. ანგარიშებიდან ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ირლანდიელთა 1:0 მოგებას აქვს - 5,2.  

ფსონები სხვა ტოტალიზატორების მიხედვით:

bet365: 1,55 3,8 6,5.

ბet-at-home: 1,5 3,7 6,0

bwin: 1,5 3,8 7,0

paddy power: 1,53 3,75 7,0

unibet: 1,5 3,75 6,0

William hill: 1,53 3,6 7,5

paddy power-ის ფსონების მიხედვით, ქართველთაგან გოლის გატანის N1 ფავორიტი სანდრო კობახიძეა - კოეფიციენტი 6,0-ია. მატჩში პირველი გოლის გატანაზე კი ყველაზე დაბალი კოეფიციენტი რობი კინს აქვს - 4,0.


 

0.123701