ფეხბურთი

20:12 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “დნეპროპეტროვსკში დარჩენა მინდა, მაგრამ...”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, ინტერნტეგამოცემა football.ua-სთან საუბარში გაანცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, “დნიპროს” ხელმძღვანელობას შეხვდება და თავის მომავალს გაარკვევს.

- სხვადასხვა ინტერნეტგამოცემები თქვენ აქტიურად “გიშვებენ” დნეპროპეტროვსკიდან მოსკოვის “ლოკომოტივში”. უკვე იცით, მომავალ სეზონში კარიერას სად გააგრძელებთ?

- მართალია, ამჟამად საქართველოში ვარ, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის აქტუალურია. ისეთი სიტუაციაა, რომ ცალსახად ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან გადაწყვეტილი არაფერია. “ლოკომიტივისა” და სხვა კლუბების დაინტერესების შესახებ, მეც ინტერნეტში ვკითხულობ.

 - ე.ი. ინტერესი იმ გუნდის მიმართ, რომელსაც სათავეში ლეონიდ კუჩუკი ჩაუდგა, ჭორებია და მეტი არაფერი?

- ყველაფრის თქმა არ მსურს. ერთადერთი, რაც არის – აბსოლუტურად გარკვეული არაფერია.

 - ცოტა ხნის წინ თქვით, რომ “დნიპრომ” კონტრაქტის გახანგრძლივება შემოგთავაზათ...

- ამას არ ვმალავ, რადგან ნამდვილად ასეა. ამ კვირის ბოლოს დნეპროპეტროვსკში ჩავფრინდები და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები. ამის შემდეგ გაირკვევა, კარიერას სად გავაგრძელებ.

- თავად თამაში სად გსურთ?

- “დნიპროსთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება, ჩემთვის საუცხოო ვარიანტია. დნეპროპეტროვსკში დარჩენა მინდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვი.


თეგებიკობახიძე
0.120346