ფეხბურთი

18:04 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული ტრავმებმა გააწვალა

სოლიგორსკის “შახტიორის” ნახევარმცველი სანდრო გურული მიმდინარე სეზონით უკმაყოფილოა.

“მიმდინარე სეზონში ერთი გარემოებით უკმაყოფილო ვარ - ბევრი ტრავმა მქონდა. ისინი გამუხრუჭებენ. დაზიანების შემდეგ, კონდიციების აღდგენა ძნელია. თავდაპირველად ხელის ტრავმა მივიღე, მერე - თავის. იმედია, ეს უიღბლობა წარსულს ჩაბარდა. სეზონის მიწურულის რაც შეიძლება კარგად ჩატარებას უნდა ვეცადო და “შახტიორს” უფრო მაღალი ადგილის დაკავებაში დავეხმარო. მესამე ადგილზე მაინც უნდა გავიდეთ, მაგრამ მეორე უკეთესია” - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა sportpanorama.by-სთან ინტერვიუში.

 

0.140681