ფეხბურთი

1:50 | 10.07.2013 | ნანახია 1171 - ჯერ

“სანდერლენდმა” ალტიდორე დაიმატა

ამერიკელი თავდამსხმელი ჟოზი ალტიდორე, რომელიც აქამდე “ალკმაარში” თამაშობდა, ამიერიდან, “სანდერლენდისთვის” შეუტევს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას გასულ პარასკევს მიაღწიეს. სამშაბათს, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და “სანდერლენდთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

“ნიუ იორკ რედ ბულში” წარმატებით თამაშის შემდეგ, ალტიდორემ ევროპას 2008 წელს მიაშურა, მაგრამ “ვილიარეალში”, “ხერესში”, “ჰალსა” და “ბურსასპორში” ასპარეზობის დროს, მან იმედების გამართლება ვერ მოახერხა. 2011 წელს, ამერიკელი შემტევი “ალკმაარში” გადავიდა. ჰოლანდიელთა შემადგენლობაში მან 93 თამაში ჩაატარა და თავი 51 გატანილი გოლით გამოიჩინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:42 | 10.07.2013
gabriel batistuta (1834)

აუ რაკარგი ფეხბურთელია და სად გადავიდა ; )) პრინციპში ძალიან გააძლიერებს სანდერლენდს ; ))

09:35 | 10.07.2013
Lucky Luciano (3296)

ბიჭოოოო ყველა პრემიერლიგაში როგორ მიდის თან სუსტ გუნდებშიც კი
არადა მევასება ალტიდორი

12:30 | 10.07.2013
thiago. (372)

აბა ალკმაარში რაღა უნდოდა გაუბედურებულია ეგ გუნდი და ისევ პრემერლიგა არ ჯობს?

0.1363